ტეილორ სვიფტი ჯგუფ The 1975-ის ფრონტმენს, მეთიუ ჰილს ხვდება, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
„ტეილორი და მეთიუ გიჟდებიან ერთმანეთზე, მათი ურთიერთობა ახლა საწყის ეტაპზეა, თუმცა საქმე სერიოზულადაა“, – აცხადებს ინსაიდერი და ამბობს, რომ ისინი 10 წლის წინ ერთმანეთს უკვე ხვდებოდნენ, თუმცა, მათი რომანი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
„10 წლის წინანდელმა ვნებამ იფეთქა“, „ძველი სიყვარული დაიბრუნა“, – წერენ კომენტარებში.
მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ წყვილმა რომანი ჯერ კიდე მაშინ გააბა, როცა ტეილორი ჯო ელვინს ხვდებოდა. შეგახსენებთ. სვიფტი და ბრიტანელი მსახიობი, ჯო ელვინი ერთმანეთს 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ორი თვის წინ დაშორდნენ. ელვინი ტეილორის ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ არცერთ კონცერტს არ დასწრებია.
ტეილორ სვიფტი და ჯო ელვინი 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ