რატომ ხდებიან ამა თუ იმ ბრენდის მომხმარებლები ერთგულები და რატომ ავიწყდებათ, რომ გარდა იმ ავტომობილისა, რომელსაც მართავენ, სხვა მარკებიც არსებობს, თანაც შეიძლება შედარებით წარმატებულებიც. ეს ის თემაა, რომელზე პასუხიც 100 გამოკითხულიდან, შეიძლება მაქსიმუმ ხუთს ჰქონდეს. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ავტომფლობელები საყვარელ მარკას, მილიონადაც კი არ გაყიდიან.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უამრავ საავტომობილო ბრენდს იცნობს, სტატისტიკით მიხედვით, არსებობს 10 ყველაზე პოპულარული, რომელსაც ავტომოყვარულები ყველაზე ნაკლებად ღალატობენ…
Land Rover Range Rover
სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც Experian Automotive-ს ექსპერტებმა გამოაქვეყნეს, მომხმარებლების 48,2% ხელმეორედ ყიდულობს Lend Rover Range Rover-ს.
Mercedes-Benz S Class
ამ პრემიუმ კლასის ავტომობილს მომხმარებლების 46,6% ყიდულობს ხელახლა.
Lincoln MKZ
ამ ავტომობილის მოყვარულთა პროცენტული მაჩვენებელი, ფაქტიურად Mercedes-ის მოყვარულებს უტოლდება. ამ მარკის მოყვარულთა 44,8% ხელახლა ყიდულობს ავტომობილს.
Mercedes-Benz 2500 Sprinter Van
ეს ავტომობილი საქართველოშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, უცხოური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ავტომობილის ერთგული მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი 44.8%-ს შეადგენს.
Nissan Leaf
მას შემდეგ რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება, იმ ქვეყნებში, სადაც ნავთობი კვლავაც მაღალ ნიშნულზე დგას, ამ ავტომობილის პოპულარობა ხელახლა ყიდვის მაჩვენებლით 44%-ს შეადგენს.
Dodge Ram 1500
ამ ავტომობილის პოპულარობას ამერიკული ბაზარი განაპირობებს. Dodge Ram-ის მფლობელთა 42,9% ცდილობს ხელახლა შეიძინოს საყვარელი ავტომობილი.
Lexus RX 350
პოპულარული კროსოვერი უკვე რამდენიმე წელია პოზიციებს არ თმობს. მისი ერთგული მძღოლების პროცენტული მაჩვენებელი 42,7%-ს შეადგენს
Hyundai Genesis
მიუხედავად რებრენდინგისა და არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობისა, Hyundai Genesis-ის ერთგული მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი 42,5%-ს შეადგენს.
Kia Soul
ეს კვადრატული, არც თუ ისე დიდი ზომის ავტომობილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. საკმაოდ დახვეწილი და ფუნქიონალური მოდელის ერთგული მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი, 42%-ს შეადგენს.
Subaru Forester
საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი და ავტომობილი, მსოფლიო რეიტინგის მეათე ადგილზე მოხვდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავლებმა 2015 წლის მონაცემებით საკმაოდ მოიმატა. მარკის ერთგული მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი კი 41,1%-ს შეადგენს.