LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

104 წლის იტალიელმა ბებომ , რომელმაც ახალგაზრდობაში „ისპანკა“ გადაიტანა, კორონავირუსიც დაამარცხა

373
grandmother104killedcovid19

104 წლის იტალიელი ბებო გახდა მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ადამიანი, ვინც კორონავირუსი დაამარცხა, ახალგაზრდობაში კი მას „ისპანკა“ აქვს გადატანილი.

ადა ზანუსის გამოჯანმრთელების ისტორია ექიმებმა დიდ ბედნიერებად და ყველაზე იმედისმომცემ სიახლედ შეაფასეს.

104 წლის ქალბატონი ქალაქ ბიელას მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს და კორონავირუსის ინფექციის სიმპტომები 17 მარტიდან დაეწყო. ადას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება აწუხებდა.

მე მაშინვე მივხვდი, რომ დედას კორონავირუსი შეეყარა, რადგან მოხუცებულთა თავშესაფარში ბევრი ინფიცირებული იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა ლეტალურადაც დასრულდა“ – იხსენებს ჯამპიერო, ქალბატონის ოთხი ვაჟიდან ერთ–ერთი.

ექიმებმა COVID-19–ის ტესტი ჩაატარეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მოხუცმა მაშინვე მკურნალობა დაიწყო და ორგანიზმი იმდენად ბრძოლისუნარიანი იყო, რომ ინფექციის დამარცხება სულაც არ გასჭირვებია.

„ადა უკვე ფეხზე ადგა და გადაადგილება აღარ უჭირს“ – აღნიშნა მისმა მკურნალმა ექიმმა, – „ის ძალიან კეთილი და განათლებული ქალბატონია, მისი გამოჯანმრთელება ვირუსთან მებრძოლი ყველა ადამიანისთვის დიდი იმედია“. თანაც, ექიმებს სჯერათ, რომ ადა არის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც ვირუსი დაამარცხა.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი საოცარი ფაქტი ისაა, რომ ადამ 1918–1920 წლებში ესპანური გრიპი „ისპანკაც“ გადაიტანა. მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას საშიში ვირუსის დამარცხება არ გასჭირვებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები