112-ის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, “112”-ის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის.
რუსთავის ცენტრის უფროსს გადაეცა სამინისტროს მედალიონი “განსაკუთრებული დამსახურებისათვის”.
“პანდემიის პერიოდში 112-ს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია
დარეკოს 112-ზე.2020 წელს ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზარების ეფექტური მართვისთვის და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 თებერვალი ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ “112”-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანაში აღინიშნება.