LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ქალაქი ევროპაში, სადაც ყველაზე ნაკლებს მუშაობენ

421

ვებგვერდმა – Swiss banking group UBS იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა, სადაც კვირის განმავლობაში ყველაზე ნაკლებს მუშაობენ. სიაში 13 ევროპული ქალაქი მოხვდა.

სიის სათავეში საფრანგეთი დგას. კვლევის მიხედვით, პარიზში ერთი კვირის განმავლობაში, დასაქმებულები 30 საათსა და 84 წუთს მუშაობენ. სიაშია საფრანგეთის კიდევ ერთი ქალაქი – ლიონი, სადაც კვირის სამუშაო საათი 31 სთ და 36 წუთს შეადგენს. მე-3 ადგილზე მოსკოვი გავიდა. რუსეთის დედაქალაქში, კვირის განმავლობაში მხოლოდ 31 სთ და 66 წუთს მუშაობენ. მას მოყვება ფინეთი. ჰელსინკის მოსახლეობა კვირის განმავლობაში 31 საათსა და 91 წუთს მუშაობს.

მე-5 ადგილზე გავიდა ავსტრია. ვენაში მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში 32 სთ და 27 წუთს მუშაობს. მე-6 ადგილზეა იტალია. მილანში კვირის განმავლობაში 32 საათსა და 52 წუთს მუშაობენ. თითქმის იგივე მაჩვენებელია კოპენჰაგენში – 32 სთ და 64 წთ. შემდეგ მოდის ლუქსემბრუგი, კვირაში 32 სთ და 75 წთ.

მე-9 ადგილზეა ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი, სადაც კვირის განმავლობაში 33 საათს მუშაობენ. იგივე მაჩვენებელია გერმანიასა და ბრიუსელში. ამსტერდამში კი კვირის განმავლობაში 33 სთ და 20 წთ-ს მუშაობენ. სიის ბოლოს მოხვდა ესპანეთი 33 საათითა და 28 წუთით.

magti 5g