ყველასთვის მოულოდნელად, კრისტინა აგილერამ ევროპული ტურნეს შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ The X Tour, სტარტს 4 ივლისს, პარიზში აიღებს.
ამერიკელი მომღერალი კონცერტებს ბელგიის, ნიდერლანდების, ფინეთის, რუსეთისა და ირლანდიის ქალაქებში გამართავს.
უკანასკნელი კონცერტით 38 წლის შემსრულებელი მსმენელის წინაშე 14 ნოემბერს, ბირმინგემში წარდგება.
შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერა ევროპას 13 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ესტუმრება. მეხუთე სტუდიური ალბომის, Back to Basics მხარდასაჭერი ტურნეთი, იქსთინა ევროპელი მსმენელის წინაშე, 2006 წელს წარდგა.