LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1500 ლარამდე ხელფასის მქონე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფო გადაიხდის

854
94386696-2962276910528615-40347829016723456-o

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელთან ერთად, სახელმწიფო გადაიხდის.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს ცვლილება ერთის მხრივ კომპანიებს შეუმსუბუქებთ საგადასახადო ტვირთს და მეორეს მხრივ ადამიანებს მისცემთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

„საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოთავაზებული შემოღებული შეღავათი, პირველ რიგში არის მიმართული იქითკენ, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ დასაქმება, რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც ამ კომპანიებში იღებენ ხელფასებს. ამისთვის ჩვენ ვინაწილებთ კომპანიებთან ერთად სახელფასო ტვირთს. ეს ეხება 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანს, ვისი ხელფასიც არის 1500 ლარი ან ნაკლები, ანუ მაქსიმუმ 1500 ლარი და ასეთები არის უდიდესი უმრავლესობა. ეს არ არის მაღალ რანგის მენეჯმენტი, მაგრამ ეს არის საშუალო და დაბალი რანგის დასაქმებული თანამშრომელი. განსაკუთრებთ ისეთ კომპანიებში, სადაც დიდი დასაქმებაა – იქნება ეს სამკერვალო ფაბრიკა თუ იქნება რომელიმე მძიმე მრეწველობის დიდი გიგანტი საწარმო, მათ ყველას ეს შეეხება. ანუ 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს მათ ხელფასზე სულ მცირე 750 ლარის ნაწილზე არ დაერიცხებათ საშემოსავლო გადასახადი. ეს უმსუბუქებს ერთი შეხედვით კომპანიას მის საგადასახდო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ თავიანთი სამუშაო ადგილები და თავიანთი ხელფასები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g