LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-17 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

205
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

„16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“, -აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g