18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება. „ტრავიატას“ საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 19, 23, 24 და 30 ნოემბერს.
პირველად თეატრის ისტორიაში, თბილისის ოპერის საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორ წამყვან თეატრში იმუშავეს: „ტრავიატას“ დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში, იტალიაში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები – ესპანეთში, მადრიდის Teatro Real- ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს ბაზაზე შეიკერა.
„ტრავიატაში“ 18 ნოემბრის პრემიერაზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ:
სალომე ჯიქია (ვიოლეტა ვალერი),
ოთარ ჯორჯიკია (ალფრედო ჟერმონი),
სულხან გველესიანი (ჯორჯო ჟერმონი),
ასევე მონაწილეობენ:
ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა),
მანანა იორდანიშვილი (ანინა, ვიოლეტას მსახური),
თამაზ საგინაძე (გასტონე, ვიკონტი დე ლეტორიერი), ირაკლი მუჯირი (ბარონი დუფოლი),
გიორგი ჭელიძე (მარკიზი დ’ობინი),
ლევან მაკარიძე (ექიმი გრანვილი),
პაატა სუხიტაშვილი (ჯუზეპე, ვიოლეტას მსახური),
თემურ ახობაძე (მოხელე),
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი და გუნდი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.
19, 23, 24 და 30 ნოემბერს სპექტაკლში იმღერებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებისა და სტაჟიორების სხვადასხვა შემადგენლობა.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: https://tkt.ge/ka/event/traviata-100840