LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ჭიქა ღვინო საკმარისი იმისთვის, რომ შაქრის დღიური დოზა მიიღოთ

53
-123266060-gettyimages-1308615779

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის დღიური დოზის მისაღებად 2 ჭიქა ღვინის მირთმევა სრულებით საკმარისია.

BBC-ის ინფორმაციით, alcohol Health Alliance-ის მკვლევრებმა ყველაზე ცნობილი ბრენდების წითელი, თეთრი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინოები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ბოთლში იმაზე მეტი შაქარია, ვიდრე ყველაზე ტკბილ დესერტში.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 30 გრამ შაქარზე მეტი არ უნდა მიიღოს. ამ ლიმიტის მისაღწევად კი ორი ჭიქა ღვინო საკმარისზე მეტიც კია.

კვლევის შედეგად სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ საშუალო სიძლიერის ღვინოები ყველაზე კალორიული იყო და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები