LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა მიიტანო მაღაზიიდან სახლში“ – გიორგი ღოღობერიძე სიმსივნის გამომწვევ პროდუქტებს ასახელებს

1195
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე იმ პროდუქტების შესახებ წერს, რომელთაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

მისი თქმით, მაგალითად, წითელ ხორცში ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების ფორმირებას და ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, შემდეგ კი სიმსივნის განვითარებას:

„2 პროდუქტი, რომელიც არასოდეს არ უნდა მიიტანო მაღაზიიდან სახლში და თუ მას დაინახავ სუფრაზე უნდა მოერიდო…

მე ვარ ექიმი, ონკოლოგი და ჩემთან ხშირად მოდიან პაციენტები მსხვილი ნაწლავის სიმსივნით, მათი ახლობლები მეკითხებიან თუ რა უნდა გააკეთონ, რომ მათაც არ დაემართოთ ეს დაავადება.

ჩემი რეკომენდაცია ასეთია: მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს, ძეხვს, სოსისს და ბეკონს და მითუმეტეს შემწვარს, რადგან მათში ძალიან ბევრია ნიტრატები, ნიტრიტები, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები და სხვა.

ესენი კი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დეენემის დაზიანების ხარისხს და საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი 45 წელს გადააბიჯებს სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს, ამიტომაც მოერიდეთ.

წითელი ხორცი, მითუმეტეს შემწვარი, ანუ მოიაზრება საქონლის ხორცი, ეს შემწვარი ხორცი ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს, რადგან მასში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების ფორმირებას და ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, შემდეგ კი სიმსივნის განვითარებას…

თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მასთან ერთად მოიხმარო ბოსტნეული და ხილი, რადგან მათში შემავალი ბოჭკოები აჩქარებენ პერესტალტიკას და შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g