გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობისას ლიკა კუჭუხიძემ უმძიმეს ავარიაზე, მეუღლის, ბაჩოს გარდაცვალებასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. ინტერვიუს შემდეგ ლიკამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ფოტოკოლაჟი, კერძოდ, რეანიმაციაში გატარებული მძიმე დღეების ამსახველი კადრებიც, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.
პოსტში ლიკა აღნიშნავს, რომ ნოესთან ინტერვიუ მისთვის საკუთარ ტკივილთან დაპირისპირება და დიდი გამოწვევა იყო, თუმცა არ ელოდა, თუ საზოგადოების ნაწილი აქცენტს მის შეცვლილ გარეგნობაზე გააკეთებდა. ლიკა პოსტში იმ კომენტარებს ეხმიანება, სადაც მის ვიზუალს განიხილავენ.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო.
ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ მე ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავს კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით, ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო; ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა; ვაიმე, დარსისგან როგორი დაბერებულია; ვაიმე, თმა რატო შეიჭრა? ვაიმე, როგორი შესიებულიაქ სახე.
ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბად მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი.
ვიდეო: „ზედმეტად მოუსვენარი იყო და ამიტომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი…მამაჩემს 4 წლის მანძილზე ვუმალავდი“ – ლიკა კუჭუხიძე მეუღლის გაცნობის ისტორიას გვიყვება
ლიკა კუჭუხიძე, ვისი მეუღლეც, ბაჩო ლასარეიშვილი აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.
საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე? თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არვარ მიჯაჭვული, ეგ რატო არ გიკვირთ? მე 2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგათ დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არიყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ?
რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ ფოსტი. კიდევ გავიმეორებ რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძაან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას. მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით.
მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ეხლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არქონოდა ფეხი არქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
