LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2004 წლის შემდეგ არ მეხატებოდა გულზე.. მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და მას შორის გარიგება შედგება..“ – რას ამბობს ელისაშვილი სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე

316
BeFunky-collage (6)

მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ – არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა  აღნიშნა, სააკაშვილი მომავლის ლიდერი აღარ არის და საქართველოში საკუთარი თავი ამოწურა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს.

„სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია,მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან გონიერი და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს. ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით და იმით, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“,- განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

მანამდე კი სააკაშვილის შვილმა, ედუარდმა განაცხადა, რომ მამამისი ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს. 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g