LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის ზამთრის სეზონის ყველაზე მოდური ტანისამოსი მამაკაცებისთვის

395

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოდის სახლები და დიზაინერები, ყოველდღიურად გვთავაზობენ ახალი ტანისამოსის მოდელებსა თუ მოდის ტენდენციებს. წლევანდელ წელს კი როგორც ირკვევა, მამაკაცის ტანისამოსი ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია. რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები ზამთრისთვის? მოდი ერთად ვნახოთ:

მაღალყელიანი სვიტერები

ასეთი ტიპის სვიტერები, წლევანდელი ზამთრის ჰიტია, რომელიც მოდური მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. ის კარგად ერგება ჯინსებს, კლასიკურ სტილს, თავსებადია პიჯაკებთან და სპორტულ-კლასიკურ სტილთან. შესაბამისად „უნივერსალური“ მაღალყელიანი სვიტერები, წელს ყველაზე გაყიდვადი იქნება.

ჯემპრი და პულოვერი

წლევანდელი ზამთრის კიდევ ერთი ჰიტი თხელად ნაქსოვი ჯემპრები და პულოვერებია, რომელზეც შეგვიძლია მოვიცვათ როგორც კლასიკური, აგრეთვე არაკლასიკური ტიპის ჟაკეტები და პიჯაკები. ასევე მას ძალიან უხდება მოდური კაშნეები და ჯინსები.

 

სქლად ნაქსოვი პულოვერები

კიდევ ერთი მოდური ტენდენცია სქლად ნაქსოვი სვიტერებია, რომელიც ვიზუალურად უფრო ჟაკეტს მოგვაგონებს. თუმცა,ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებში. ის იდეალურად ანაცვლებს პიჯაკს, უხდება ჯინსებსა და კლასიკურ სტილს. გარდა ამისა, მოდის კრტიკოსები გვირჩევენ, რომ ასეთი ტიპის ჟაკეტები ჩავიცვათ თხელ მაისურზე ან პერანგებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები