2020 წელი ლეგენდარული შვედური ჯგუფისთვის ABBA საკმაოდ წარმატებულია. 2 თვის წინ ჯგუფის სიმღერა Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა, გასულ თვეს კი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა განაცხადა, რომ ჯგუფი კვლავ ერთიანდება და წელს ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს. კვარტეტს უკვე ორი სიმღერა აქვს მზად, I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ჯგუფი კიდევ 5 ახალი ტრეკის გამოშვებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.