LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა

116
0_mjxePBkQp4iHWtUF

ყოველწლიურად The Economist აქვეყნებს „საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების“ სიას. იგი შედგენილია სიცოცხლის ინდექსის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, განათლების დონეს, კლიმატურ პირობებს, დანაშაულის დონეს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. 2024 წელს ჩამონათვალში წამყვანი პოზიციები დაიკავეს შემდეგმა ქალაქებმა, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი პარამეტრები.

1 ადგილი: ვენა, ავსტრია
ზედიზედ მესამე წელია, სიაში პირველ ადგილს იკავებს ავსტრიის დედაქალაქი, რომელიც ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის შეუდარებელი კომბინაციით და ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ქალაქს აქვს სტაბილური ეკონომიკა, კარგი ეკოლოგია, სუფთა სასმელი წყალი, მედიცინის მაღალი დონე და დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
წელს ვენამ კვლავ მიიღო შესანიშნავი ქულები (100 ქულა) ხუთი კატეგორიიდან ოთხში, თუმცა კულტურისა და გარემოს ქულები უფრო დაბალი იყო – 93,5 ქულა – ძირითადად სპორტული ღონისძიებების არარსებობის გამო.

მე-2 ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
სიის მეორე ადგილზე, ასევე ზედიზედ მესამე წელია, კოპენჰაგენია. დანიის დედაქალაქი დიდი ხანია ცნობილია თავისი არქიტექტურითა და კულტურული ცხოვრებით, ფართო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ძლიერი შრომის ბაზრით – განსაკუთრებით IT, ფარმაცევტული და სუფთა ტექნოლოგიების სექტორებში.
ადგილობრივების გამოკითხვის თანახმად, კოპენჰაგენის მაცხოვრებლები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები არიან: კოპენჰაგენის მაცხოვრებლების 95% კმაყოფილია ცხოვრების დონით და ხარისხით.

მე-3 ადგილი: ციურიხი, შვეიცარია
წელს, შვეიცარიის ციურიხმა ჩაანაცვლა ავსტრალიის მელბურნი და მესამე ადგილი დაიკავა, პოზიცია, რომელიც მანამდე 2022 წელს ეკავა.
ციურიხში ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და ზომიერი კლიმატის (რეგულარული წვიმით და მოღრუბლული ამინდით) მიუხედავად, ქალაქს აქვს მრავალი უპირატესობა, მათ შორის: განათლებისა და მედიცინის მაღალი დონე, დანაშაულის დაბალი დონე, კარგი ეკოლოგია და მაღალი ხელფასები.

მე-4 ადგილი: მელბურნი, ავსტრალია
2024 წელს მელბურნი ერთი საფეხურით დაეცა და შარშანდელი ადგილი ციურიხთან დაკარგა.
ავსტრალიის დედაქალაქი განთქმულია საკმაოდ მაღალი ცხოვრების სტანდარტით, უსაფრთხოებით, გარემოსდაცვითი კეთილგანწყობით, ტურიზმისა და კულტურული სფეროთი, ასევე ეკონომიკური ხელმისაწვდომობით. ქალაქს ასევე აქვს კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მელბურნს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრამვაის ქსელი.

მე-5 ადგილი: კალგარი, კანადა და ჟენევა, შვეიცარია
2024 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების სიაში მეხუთე ადგილი კანადის კალგარიმ და შვეიცარიის ჟენევამ გაიზიარეს. ამ ქალაქებში ცხოვრების დონის ინდექსი თანაბრად მაღალ დონეზეა – 96,8%.
შედარებით ახალგაზრდა კალგარი კანადის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად მიიჩნევა. კარგი ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების მაღალი დონის, კრიმინალის დაბალი მაჩვენებლისა და საიმიგრაციო პოლიტიკის წყალობით, რომელიც იზიდავს ემიგრანტებს სხვადასხვა პროგრამებით.
მსოფლიო ფინანსური ცენტრი, ქალაქი ჟენევა განთქმულია თავისი არქიტექტურით, ცხოვრების მშვიდი სტანდარტით, ასევე სტაბილურობით შრომის ბაზარზე და შესანიშნავი პირობებით ემიგრანტებისთვის (ქალაქის მთლიანი მოსახლეობის ნახევარი ჩასულები არიან).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები