ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში რეკორდული – 5 091 732 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების მაჩვენებელს, ის 7 368 149 პირით განისაზღვრა, რაც 4.2%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა თურქეთი (1 336 834 ვიზიტი), ისრაელი (310 982 ვიზიტი), ყაზახეთი (178 930 ვიზიტი), ინდოეთი (124 335 ვიზიტი), ჩინეთი (88 583 ვიზიტი), საუდის არაბეთი (88 298 ვიზიტი), უზბეკეთი (64 259 ვიზიტი), აშშ (51 728 ვიზიტი), საფრანგეთი (28 302 ვიზიტი), საბერძნეთი (27 557 ვიზიტი), ქუვეითი (27 277 ვიზიტი), ლატვია (22 297 ვიზიტი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (14 889 ვიზიტი).