LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 მლნ დოლარს გადააჭარბა

112
საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 2.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 3.3 პროცენტით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. საიმპორტო პარტნიორების პირველ სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი, აშშ და რუსეთი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქმა ავტომობილები, ფეროშენადნობები და ყურძნის ნატურალურ ღვინოები. საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის სამეული კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g