LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები თითქმის 27%-ით შემცირდა

159
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა – 62 მილიონი დოლარი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარითაა შემცირებული, რაც მიგრანტების ეფექტის შერბილებას უკავშირდება.

2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g