LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა

115
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.1%-ით მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 53.99 მილიონი აშშ დოლარით, მეორე პოზიციაზე იტალიაა – 50.21 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გზავნილები 19%-ით შემცირდა და 39.87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 31.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.59%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g