საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო იმპორტი – 20.1%-ით.
საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყო: ყირგიზეთი (298.6 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ აშშ დოლარი).
საიმპორტო პარტნიორების სამეულში კი მოხვდნენ: აშშ (654.4 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა, მეორე – სპირტიანმა სასმელებმა, ხოლო მესამე ძვირფასი ლითონების მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავეს.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების, სურათების, ნახატებისა და პასტელების, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით.