საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების დეპოზიტების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ვადიანი დეპოზიტები 3.75%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.15%-ით შემცირდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა გასული თვის ბოლოსათვის 46.63% შეადგინა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7.14% იყო, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.81%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.