LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 315 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

108
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 315.51 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 58.75 მილიონი აშშ დოლარით, მეორე პოზიციაზე იტალიაა – 51.63 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 15.86%-ით შემცირდა და 41.09 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 34.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g