საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 317.42 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით მეტია 2024 წლის მაისის მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 59.14 მილიონი აშშ დოლარით, მეორე პოზიციაზე იტალიაა – 52.83 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 9%-ით შემცირდა და 43.66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 35.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.