LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 582 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

129
მოგზაურობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გასვლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ და უმეტესად განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 1.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g