LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა

107
უცხოელი ვიზიტორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი (40.7%) განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების მიერ ძირითადად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით თბილისსა და აჭარაში.

განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g