LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობდა და ყიდდა

110
მსუბუქი ავტომობილები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 934 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 13.7%-ით, ხოლო იმპორტი – 12.4%-ით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყო: ყირგიზეთი (681.3 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ აშშ დოლარი), საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები კი – თურქეთი (1 294.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 283.2 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (950.5 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და სპირტიანი სასმელები, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილია მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და სურათებისა და ნახატების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g