LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული: „ვინანიებ… აღარაფერი მაქვს სათქმელი“

238
ოთარ ცინდელიანი

„ვინანიებ… აღარაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვისას 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა.

ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

„ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუპა ორ-ორი ოჯა­ხი – ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა, უვადო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მიესაჯოს“ – ლილოში მოკლული 21 წლის გოგოს ოჯახი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

„სასამართლოს ვერ დაუდასტურეთ, რომ ტანჯვა განიცადა. შესაძლოა, იმაზე მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ვერ დაუდასტურეთ… მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ამასთან მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს…

„კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ – მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ – ექსპერტის ინფორმაციით, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერია ამოღებული

„როგორ მოვკალი არ მახსოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე“ – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს სასამართლო პროცესზე მიმართა.

ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა. დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა… განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია… თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ“, – განაცხადა ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა.

„ესპანეთში ოჯახებით ერთად იყვნენ, ერთ სკოლაში დადიოდნენ.. გოგოს ოჯახი საქართველოში მანამდე ჩამოვიდა, ბიჭი კი ემიგრაციიდან დედამისთან კონფლიქტის შემდეგ წამოსულა“ – ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე

მისივე თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული და მისი ფსიქიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა.

„ბატონო მოსამართლევ, თხოვნა იქნება, ოთარ ცინდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნას ცნობილი, ის დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი 108-ე მუხლით“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

„21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა“ – ლილოში სასტიკად მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დაცვის მხარის დასკვნის სიტყვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სრული შოკი მიღო“. მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატების არგუმენტები უსუსური იყო და მხოლოდ თეორიებს ეფუძნებოდა.

პროკურორმა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულებების საფუძველზე სთხოვა.

„ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული“ – პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ვერ გავაკეთეთ, გარდაცვლილი ვერ დავკითხეთ“. – განაცხადა ვეფხვაძემ.

„21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა“ – ლილოში სასტიკად მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი

ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g