ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მიმართავს.
“400 ათასი სოციალური დახმარების მიმღები რომ გვყავს, 300 ათასი ადამიანი მოვალეთა რეესტრში რომ არის, 220 ლარის მიმღები პენსიონერი რომ ყველაზე მდიდარია ბევრ სოფელში, ხალხი რომ გარბის ქვეყნიდან და მოსახლეობა გვიმცირდება, ათასობით ბავშვი რომ შიმშილობს და ასი ათასობით მინიმალურ განათლებას ვერ იღებს, ჩვენი მშობლები რომ 10-15 წლით ნაკლებს ცხოვრობენ – იქნებ ამაზე გავბრაზდეთ ყველა ერთად. იქნებ ისე გავბრაზდეთ, რომ რეალური მიზეზების ძებნა და გადაწყვეტა დავიწყოთ.
პ.ს. “შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.” მათეს სახარება”, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
