LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23-დან 26 ივლისის ჩათვლი, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2026“ გაიმართება

741
არტ-გენი

23, 24, 25 და 26 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ფესტივალ „Art-გენ
2026“-ს უმასპინძლებს.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წელს, ფესტივალი მაყურებელს განახლებულ ფორმატს სთავაზობს. თანამედროვე ქართული მუსიკის პროგრამის ნაწილში, თითოეული საფესტივალო დღის დასასრულს ორი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

23 ივლისს, ფესტივალის პირველი დღე „სუხიშვილების” კონცერტით გაიხსნება, ხოლო
საღამოს მეორე დასკვნით კონცერტს თემურიკო დიასამიძე გამართავს. 24 ივლისს,
ფოლკლორული პროგრამის შემდგომ Tamada-ს და ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტი
გაიმართება. მეორე დღის ფინალურ კონცერტს კი ნინო ქათამაძე გამართავს. 25 ივლისს,
სცენა „ფრანს“ და REGGAEON-ს დაეთმობა. 26 ივლისს „Art-გენი 2026“ ნიაზ დიასამიძის
კონცერტით დაიხურება.

„ფესტივალზე ასევე მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ქართული სამზარეულოს
კუთხეები, ღვინისა და ლუდის სადეგუსტაციო სივრცეები. ფოლკლორულ პროგრამაში
მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ურმული“ და „მარგალეფ“.

ინოლა გურგულიას სიმღერებს შეასრულებს მისი ოჯახის წევრებისგან შემდგარი დუეტი: თამუნა თოლორდავა და დათო შუღლიაშვილი.

ფესტივალ „Art-გენს“ წარმოადგენს კომპანია „ავერსი“. გენერალური სპონსორია Coca-
Cola. სპონსორები: ლუდი “ნატახტარი”, „მილდიანი“, „საგურამო სტეიჯი“.
მედიაპარტნიორია რადიო „ფორტუნა“.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, მან საქართველოს
სხვადსხვა კუთხეში მოიკვლია და დააარქივა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ფოლკლორული ნიმუშები. ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებითა და ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდაჭერით , „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფოლკლორის პოპულარიზაციაში, რეგიონული ანსამბლების განვითარებასა და ახალი მუსიკალური პროექტების ჩამოყალიბებაში.

ქართულენოვანი საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, Art-გენოს მხარდაჭერით ფართო აუდიტორიამ არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი, ბენდი და შემოქმედებითი პროექტი გაიცნო. ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებას, ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.

Art-გენი 2026-ის პროგრამა:

23 ივლისი
20:00 – ფოლკლორი: მარგალეფ
21:30 – სუხიშვილები
23:30 – თემურიკო დიასამიძე და მეგობრები
24 ივლისი
20:00 – ფოლკლორი: ურმული
21:30 – თამადა და ჩვენებურები
23:30 – ნინო ქათამაძე და მეგობრები
25 ივლისი
20:00 – ინოლა გურგულიას სიმღერები
(დუეტი ინოლას ოჯახიდან)
თამუნა თოლორდავა და დათო შუღლიაშვილი
21:30 – ფრანი
23:30 – რეგიონი (Reggaeon)
26 ივლისი
20:00 – ფოლკლორი:
სტუმრები საქართველოს რეგიონებიდან
23:00 – ნიაზ დიასამიძე 33ა “ – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები