LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2300 ლარიან ხელფასიანი ვაკანსია ისევ კანდიდატის მოლოდინშია

753
publika.ge-924-1-1-475-7-e50ea347917618304944294820c7b33b-xl

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საზოგადოებას ახსენებს, რომ ვაკანსიას აცხადებს, ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის გასაკეთებლად კი დარჩა 1 დღე.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სპეციალისტს (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტი) ეძებს. ანაზღაურება: 2300 ლარი. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 12.05.2021

ფუნქციები

– სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, განვითარება და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

– ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდა უწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;

– ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

– ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნების შესრულების, სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების მართვა და კოორდინაცია;

– ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;

– ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება;

– ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;

– საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი, დამუშავება და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან;

– ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება სააგენტოს თანამშრომლებისთვის;

– სავარაუდო კიბერშეტევის და ამ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრის პროცესში შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;

– საჭიროებისამებრ, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით აუდიტის დანიშვნის საკითხის დღის წესრიგში დაყენება და შესაბამისი პროცესების ხელშეწყობა / კოორდინირება;

– საჭიროებისამებრ, სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შემავალი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

– ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლება;

– სხვა საქმიანობის განხორციელება, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი და გამომდინარეობს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის და სააგენტოს დებულების მიზნებიდან.

საკონკურსო მოთხოვნების სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად, ეწვიეთ ბმულს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g