26 სექტემბერს, 20:00 საათზე, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, წარმოდგენილი იქნება პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“.
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი საოპერო მომღერალი თამარ ივერია.
პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ დამდგმელი რეჟისორი ზაზა აღლაძე გახლავთ.
ზაზა აღლაძე თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორია, რომელიც 10 წელი მუშაობდა თბილისი და თურქეთის ქალაქ მერსინის სახელმწიფო კონსერვატორიებში საოპერო მომზადების კათედრებზე. დადგმული აქვს 30-მდე საოპერო თუ მუსიკალური სპექტაკლი და სანახაობა.
