LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 აპრილს ყველა უნდა გამოვიდეთ, რომ ეს ბავშვები გადავარჩინოთ – დაინახონ, თუ სად დგას მთელი საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი

161
Untitled design - 2024-04-25T104519.510

როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ყველა უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, თუ რა ღირებულებებს იცავს ხალხი.

„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. იმ დღესვე დაიწყება ზეწოლა მართლმადიდებლობაზე, ჩვენს სარწმუნოებასა და პატრიარქზე – ამ ყველაფერს ეს ძალები ახორციელებენ. 29 აპრილს ყველა უნდა გავიდეთ, არა იმისთვის რომ ვიღაცას დამანახოთ „ჩვენ უფრო მეტი გვიჭერს მხარს“ და ა.შ. არამედ იმიტომ რომ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ.

ისინი დაინახავენ თუ სად დგას მთელი საქართველო, დაინახავენ სიყვარულს, მათი მშობლების თაობას, ბებია-ბაბუას და თანატოლებს – თუ რატომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ და რას იცავს. სხვანაირად ამ ბავშვებთან დიალოგში ვერ შევალთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ხალხის ძალა“: როგორც შარშან გავხადეთ იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არ აქვს

mazda magti 5g