8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო გრან-პრის (Poland Open) გათამაშება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გუნდიდან წაუგებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა ზურა იაკობიშვილმა (70) ჩაამთავრა. მესამე საპრიზო ადგილები კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61), ავთანდილ კენჭაძემ (74), დავით ხუციშვილმა (86), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125) დაიკავეს.
ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონი ლევან არაბული (130) გახდა. ბრინჯაოს მედლები კი ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (71) და რობერტ კობლიაშვილმა (85) მოიპოვეს.