ამერიკულმა როკ-ჯგუფმა 30 Seconds to Mars რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად ჩაწერილი სიმღერა „One Track Mind“ გამოუშვა.
სიახლე მუსიკოსების ახალ დისკში „America“ შედის, რომლის რელიზის თარიღიც 6 აპრილს არის დაგეგმილი.
https://www.youtube.com/watch?v=4n2L7zd8ggI
აქამდე დისკის მხარდასაჭერად ორი სინგლი „Walk on Water“ და „Dangerous Night“ გამოვიდა, რომლებმაც ამერიკულ როკ-ჩარტებში საკმაოდ წარმატება მოიპოვეს. პირველ მათგანზე გამოვიდა კლიპიც, რომლის პროდიუსერიც თავად ჯარედ ლეტო იყო.