LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38 ათასზე მეტი Zeekr 001 უკან გაიწვიეს

104
1098x1098

კომპანია Zeekr-მა (Geely-ს ჰოლდინგში შემავალი ბრენდი) ჩინეთში ოფიციალურად გამოაცხადა მასშტაბური უკან გაწვევის კამპანია: სერვისცენტრებში ბატარეის შესაცვლელად გაიგზავნება 38 277 ელექტრო ლიფტბეკი Zeekr 001. მიზეზი გახდა მომწოდებელი Sunwoda-ს მიერ წარმოებული დეფექტური ბატარეის უჯრედები. Sunwoda-მ პრობლემა აღიარა და Geely-ს 2,5 მილიარდი იუანის კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა.

გაწვევა შეეხება იმ Zeekr 001-ს, რომლებიც წარმოებულია 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 18 მარტამდე, We ვერსიაში, 86 კილოვატსაათიანი ბატარეით (Sunwoda-ს უჯრედებით). წარმოების დეფექტის გამო ბატარეაში შესაძლოა გაიზარდოს შიდა წინააღმდეგობა, რაც ამცირებს მის ეფექტიანობას და ზრდის პოტენციურ რისკებს გზაზე. კამპანიის ფარგლებში ყველა დაზიანებული ბატარეა უფასოდ შეიცვლება.

2024 წლის გაზაფხულისთვის Zeekr-მა 001 მოდელის 169,4 ათასზე მეტი ერთეული გაყიდა, რაც ნიშნავს, რომ გაწვევა შეეხება აღნიშნული პერიოდის გაყიდვების დაახლოებით 22,5%-ს.

გასული წლის ბოლოს Geely-ს შვილობილმა კომპანიამ Viridi E-Mobility Technology (VREMT)-მა Sunwoda-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და 2,3 მილიარდი იუანის კომპენსაცია მოითხოვა. თებერვლის დასაწყისში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს – Sunwoda კომპენსაციას სრულად გადაიხდის, ხოლო VREMT სარჩელს გამოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები