მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას დატოვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა, პასუხმაც არ დააყოვნა.
სააკაშვილი ვაშაძეზე: მთელი ცხოვრება ხელით ვერ ვათრევ, ბნელ მხარეს გადავიდა
მალევე ვაშაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით -“ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!”
გიორგი ვაშაძემ თავისი პოსტისთვის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის კაილო რენის ფოტო გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დატოვეს.
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს.