LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვევა ბედნიერი წყვილებისგან

98

როგორც რუსი მწერალი, ლევ ტოლსტოი ამტკიცებდა, ყველა ბედნიერი ოჯახი თანაბრად ბედნიერია. და მართლაც, ასეთ წყვილებს აქვთ რაღაც საერთო, რაც მათი ურთიერთობის სიმტკიცეს განაპირობებს:

 

  1. არასოდეს გახვიდეთ სახლიდან დამშვიდოებების გარეშე

ერთი შეხედვით, ეს სისულელედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ აკოცოთ თქვენს საყვარელ ადამიანს და დაემშვიდობოთ, მაშინაც კი თუ გაგვიანდებათ – ძალიან მნიშვნელოვანია! ეს დამშვიდობება ერთგვარი ტრადიცია უნდა იყოს, რომელიც თქვენს ზრუნვას გამოხატავს.

 

  1. ყოველდღიურად ისაუბრეთ პირისპირ

ეს გარდაუვალია. ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ და მოუყევით თავადაც. გახადეთ ერთმანეთი იმ პერიოდის მონაწილეები, რომლის დროსაც ერთად არ იყავით. არ გადადოთ საუბარი ხვალისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეჩვევით. ხვალ იქნება სხვა დღე, ახალი ამბებით, ცვლილებებითა და ემოციებით.

 

  1. უთხარით „მე შენ მიყვარხარ“

არ არსებობს ამ ფრაზის არასწორად თქმის საშუალება. წლების შემდეგაც კი, მას იგივე დატვირთვა ექნება. ურთიერთობაში მუდმივად სხვადასხვა ცვლილებები ხდება, თქვენს მეორე ნახევარს შესაძლებელია, გარკვეული კომპლექსები ჩამოუყალიბდეს. ამ აზრებისგან კი მას მარტივად გაათავისუფლებთ, უბრალოდ ხშირად უთხარით, რომ გიყვართ.

 

  1. გააოცეთ ერთმანეთი

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით საჩუქრები უნდა უკეთოთ ერთმანეთს. საკმარისია მოულოდნელად აკოცოთ ლოყაზე, უთხრათ, როგორ გაგიმართლათ მას რომ შეხვდით. პატარა მოულოდნელობაც კი თქვენს ურთიერთობაში ბედნიერების სხივს შემოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები