LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის ქალმა ბოლო შვილის გაჩენა გადაწყვიტა და მოულოდნელად 4 ტყუპის დედა გახდა

42
435

ბრიტანეთში 40 წლის ქალმა გადაწყვიტა, რომ ბოლო შვილი გაეჩინა და მოულოდნელად 4 პატარის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Metro ავრცელებს.

2021 წელს გაბი ჰაგლერმა და მისმა 50 წლის მეუღლემ, ოჯახის ფსიქოლოგმა პატრიკმა მეოთხე შვილის გაჩენა გადაწყვიტეს. წყვილს იმ დროისთვის უკვე ჰყავდათ როგორც საერთო შვილები, ასევე წინა ქორწინებიდან თითო-თითო ბავშვი და მეოთხე პატარა მათი გათვლით ბოლო უნდა გამხდარიყო. ცოლ-ქმარმა მალევე გაიგო, რომ მშობლები გახდებოდნენ, ორსულობის მე-12 კვირაში კი გაბი გეგმური გამოკვლევების ჩასატარებლად გაემართა.

ექიმთან მისულ ქალს დიდი სიურპრიზი დახვდა, აღმოჩნდა რომ ის არა ერთ არამედ 4 ბავშვს ელოდა.

გაბიმ ივლისის თვეში 4 ბიჭუნა გააჩინა და მათ სახელად – ადამი, ბენეტი, კობი და დეინი დაარქვეს.

წყვილი თავს ძალიან ბედნიერ, მრავალშვილიან ოჯახად თვლის, თუმცა აღიარებენ რომ ყველა ბავშვის ერთად მოვლა ზოგჯერ უჭირთ. ჰაგლერებმა დათვალეს, რომ დღეში 47 საფენი სჭირდებათ და სარეცხ მანქანას მინიმუმ 3-ჯერ რთავენ.

„ზოგჯერ ბიჭები ერთმანეთში მერევა. მაგალითად, ბენეტი და კობი ზუსტად ერთნაირად გამოიყურებიან, ამიტომ მათი გარჩევა რთულია.“ – ამბობს ბედნიერი დედა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები