LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის კლაუდია შიფერი უნაკლო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტო)

1210

ზუსტად 30 წლის წინ დაიწყო 17 წლის კლაუდია შიფერის თავბრუდამხვევი სამოდელო  კარიერა, თუმცა დღესდღეობით ლამაზმანი თითქმის მთლიანად ჩამოშორდა ამ საქმიანობას. დროის უმეტეს ნაწილს ის ოჯახთან ერთად და საკუთარი ბიზნესის პოპულარიზიაციაში ატარებს. პაპარაცებსაც საკმაოდ იშვიათად აქვთ მისი გადაღების საშუალება.

ამ დღეებში, 90-იანი წლების სუპერმოდელს 47 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღნიშვნა მან მეუღლესთან და შვილებთან ერთად იტალიის სანაპიროზე გადაწყვიტა. ფოტოგრაფებმა ის სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზის აბაზანებს იღებდა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ კლაუდიას სხეული ახალგაზრდობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ამ ყველაფერს კი ის აქტიურ ვარჯიშს, კერძოდ კი პილატესს უმადლის. ამას გარდა, მოდელი ცდილობს, დღის 4 საათის შემდეგ არ ჭამოს, ხოლო დღის განმავლობაში ის ბევრ წყალს სვამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები