ლოს-ანჯელესში 20 ოქტომბერს „შანელის“ საიუველირო ხაზის ახალი კოლექციისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე, ვარსკვლავებმა გალა-ვახშამზე გადაინაცვლეს. საპატიო სტუმრებს შორის სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „შანელის“ ამბასადორი, უმშვენიერესი მარიონ კოტიარი.
47 წლის ფრანგი ლამაზმანი ცნობილი ბრენდის ზოლიან ორეულში იყო გამოწყობილი, ეს გახლდათ კლასიკური პიჯაკისა და შარვლის ძალიან გემოვნებიანი შეხამება.
45 წლის მარიონ კოტიარი „ჰარპერ ბაზარის“ ახალ ფოტოსესიაში შეუდარებელია