მსახიობმა რიზ უიზერსფუნმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ცნობილი ფილმის, „ქერათმიანი ადვოკატის“ პრექველის გადაღებები მარტში დაიწყება. 48 წლის მსახიობმა გამოცემა People-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე შემოქმედებითი გუნდი მსახიობების დამტკიცებაზე მუშაობს. რიზ უიზერსფუნი ამბობს, რომ კასტინგზე უამრავი გოგონა მოვიდა, ვისაც მთავარი როლის შესრულება სურთ.
უკვე ვიცით, რომ ეს იქნება „ქერათმიანი ლამაზმანის“ თინეიჯერული წლების ისტორია. მსახიობი გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“ იმყოფებოდა, სადაც თავის ახალ ფილმზე You’re Cordially Invited ისაუბრა. გადაცემის ჩაწერაზე უიზერსფუნი ბრწყინავდა იასამნისფერ ორეულში, რომელიც ყავისფერ პალტოსთან ჰქონდა შეხამებული.
რიზ უიზერსფუნის ზღაპრული შვებულება – 48 წლის ვარსკვლავი პორტოფინოში ისვენებს
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_15-04-48_283720.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_15-04-58_341291.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_15-05-07_716143-568x1024.jpg)