რიკი მარტინმა „ინსტაგრამ სთორიში“ თავის მილიონობით გამომწერს საკმაოდ პიკანტური ფოტო გაუზიარა და ამით დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. 53 წლის პუერტორიკოელი არტისტი სარკესთან სრულად შიშველი დგას და დაკუნთულ სხეულს უწევს დემონსტრირებას.
სხვათა შორის, მას შემდეგ რაც რიკი თავის მეუღლეს დაშორდა, მისი პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული. როგორც ჩანს ვარსკვლავი ჯერჯერობით მარტოობით ტკბება.
ცნობისთვის, წლევანდელი MTV Video Music Awards-ის ერთ-ერთ ,,ჰაილაითად”, რიკი მარტინის პერფორმანსი იქცა. მარტინი დაჯილდოებაზე 26 წლის შემდეგ წარდგა და კარიერის ყველა ჰიტი, მათ შორის: Livin’ la Vida Loca და María შეასრულა. წარმოდგენის შემდეგ, არტისტს საპატიო პრემია – Latin Icon Award მიენიჭა, რომელიც დაჯილდოების ისტორიაში პირველად გაიცა.
26 წლის შემდეგ, რიკი მარტინი MTV Video Music Awards-ზე წარდგა – არტისტს საპატიო პრემია მიენიჭა
ფოტო/ვიდეო: რიკი მარტინი კვლავ შეყვარებულია – ვინ არის 53 წლის არტისტის რჩეული
