LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 ათასამდე ადამიანი წამლის გარეშე განიკურნა, ბავშვებს ფაქტობრივად არ ხვდება – პაატა იმნაძე

15800
Capture

“კოვიდ 19″-ით ინფიცირებულთა 80%-მა დაავადება მსუბუქ ფორმებში გადაიტანა,” – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დათბობასთან ერთად, შეიძლება ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

“ბატონი ამირან გამყრელიძე დათბობაზე ლაპარაკობდა. არავინ არ ვიცით, იმედია გვიშველის. ამასობაში შეიძლება ანტივირუსული საშუალებები წამოგვეშველოს. ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ანტივირუსზე. ჩვენ პარტნიორ ამერიკულ კომპანიას “გილიადს” აქვს პრეპარატი გამზადებული, ჯერ აშშ-ში გამოცადეს,” – აცხადებს იმნაძე.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

 დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ჩინეთში ანტივირუსული პრეპარატების დამზადებაზე მუშაობენ.

“ჩინელი მეცნიერებიც მუშაობდნენ ანტივირუსულ პრეპარატებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის იქნება ანტივირუსული საშუალება. თუმცა, ეს 55 000-მდე ადამიანი ვინც გამოჯანმრთელდა, წამლის გარეშე განიკურნენ. ბავშვებს პრაქტიკულად არ ხვდება, დიდების 80%-მა მსუბუქ ფორმებში გადაიტანა დაავადება. ჩვენთანაც, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს უმრავლესობის მკურნალობა”,- ამბობს ის.

შეგახსნებეთ, უახლესი ინფორმაციით “კოვიდ 19” უკვე 80 ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

“ამ პაციენტმა წესი დაარღვია, ორი დღე იმყოფებოდა სახლში მაღალი სიცხით” – კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 პაციენტი მედიკოსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g