რენე ზელვეგერი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა. გასულ კვირას გადაღებები ძლიერმა წვიმამა შეაფერხა, თუმცა, ამბობენ, რომ ცუდი ამინდი ფილმის სცენარს ძალიან მოუხდა. ამჯერად 55 წლის მსახიობი პაპარაცებმა ისევ ლონდონში დააფიქსირეს, სადაც ზელვეგერი ფილმის მორიგ სცენას იღებდა.
„ბრიჯიტ ჯონსის“ ვარსკვლავი ახალ ფოტოებზე ცნობილ ვარდისფერი პალტოთი პოზირებს, რომელიც მას წინა ფილმებშიც ეცვა. კადრებში ასევე გამოჩნდა პატარა გოგონა, რომელიც ფილმში ბრიჯიტის შვილის როლს ასრულებს. ცოტა ხნის წინ გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა ჰიუ გრანტიც.
ახალი ფილმის პრემიერა 2025 წელს, ვალენტინობის დღეს იგეგმება.
55 წლის რენე ზელვეგერი კოკისპირულ წვიმაში „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე
ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე