90-იანი წლების სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი ყოველდღე გვარწმუნებს, რომ ასაკი მისთვის მართლაც ციფრებია. ამჯერად მან ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ის გამოცემა ELBAZIN-ისთვის პოზირებს, ფოტოსესიის ლოკაციისთვის მაიამის ყველაზე მაღალი შენობის ტერასა შეარჩიეს.
შავ-თეთრი ფოტოებიდან ნამდვილად გამორჩეულია სინდის ულამაზესი ლუქები, ტყავის მინი-კაბა, კომბინეზონი პიჯაკის სტილში, თეთრი პერანგი და ჯინსები. გამოცემის ყდაზე კი კროუფორდი საცურაო კოსტიუმსა და მზისგან დამცავ სათვალეებში ჩნდება.
„როცა იცი, როგორ ჩაიცვა“ – 58 წლის სინდი კროუფორდის მომნუსხველი გამოჩენა
„პეპსის“ ლეგენდარული რეკლამა 30 წლის შემდეგ – შეუდარებელი სინდი კროუფორდი 58 წლის გახდა
„დიდებული ოჯახი“ – სინდი კროუფორდისა და და მისი მეუღლის პაემანი მალიბუს რესტორანში





