2012 წლის ყველაზე პოპულარული მექსიკური სერიალი „ცრემლების გვირგვინი“ მერე სეზონით გაგრძელდა. გადაღებები უკვე დაიწყო და მაყურებელი ელის, რას ნახავს ახალ სეზონში.
მთავარი ინტრიგა გახლდათ ვიქტორია რუფოს სერიალში დაბრუნება და დადასტურდა, რომ ცნობილი მექსიკელი ვარსკვლავი ისევ მთავარ როლს შეასრულებს.
ამ დრომდე სერიალის სიუჟეტი და სხვა დეტალები უცნობია. სამაგიეროდ ვრცელდება სახალისო ვიდეოები სერიალის მეორე სეზონის გადაღებებიდან, სადაც 59 წლის ვიქტორია რუფო „ტიკ-ტოკზე“ მსახიობ ჰერალდინა ბაზანთან ერთად ცეკვას.
გახსოვთ „უბრალოდ მარია“? – 59 წლის ვიქტორია რუფო „ინსტაგრამზე“ აცეკვდა
საპნის ოპერების ვარსკვლავები – სად არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა?