“ქვეყანაში მკურნალობისა და პაციენტების მოვლის ტაქტიკა სწორია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა.
“კოვიდ 19 ახალი ვირუსია და მას ბევრი ისეთი თვისება და გართულებები აქვს, რომლებიც აქამდე არ იყო ცნობილი. ამიტომ გვიხდება გზადაგზა მივიღოთ სერიოზული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუმცა გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. ჩვენთან სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორად ხდება. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით”, – განაცხადა ათენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მედიკამენტი “პლაქველინი”, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება, ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა და მისი შეცვლა სხვა მედიკამენტით არ იგეგმება.
მასობრივი ტესტირება თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება
“რაც შეეხება გაიდლაინს, „პლაქველინის“ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა. ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ „პლაქველინი“ შესაძლოა არ იყოს ისეთი ეფექტიანი, როგორც ეს თავიდან ეგონათ. ამის მიუხედავად ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, რომელიც მსოფლიოში მთავარი ორგანოა, არ შეუცვლია გადაწყვეტილება, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლაქველინს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედავს ამ შეხედულებას, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება და „პლაქველინი“ დარჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად”, – განაცხადა მან.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სიმსივნით დაავადებული პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა