LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6-პუნქტიანი დოკუმენტი ოფიციალური არ არის, ოპოზიცია ამ მოთხოვნებს აქამდეც აყენებდა: მამუკა მდინარაძე

68
მამუკა-მდინარაძე

“6-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც პოტენციური ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხებზეა ჩანაწერი, ოფიციალური არ არის. იქ მხოლოდ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელსაც ოპოზიცია აქამდეც აყენებდა,” –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის დროს შედგენილი 6-პუნქტიანი დოკუმენტი შეაფასა.

რაც შეეხება ჩამოთვლილ პუნქტებს, რომელშიც მათი მოთხოვნებია თავმოყრილი, მდინარაძის განცხადებით, “მოთხოვნები ერთ ფურცელზე ამოიბეჭდა.”

“აქედან შედეგი თუ ის გამოვა, რომ მათ მოუწიოთ საბოლოო ჯამში, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი მაინც გამოდგან იმისკენ, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, უკვე შეთანხმების შანსი ჩნდება. დღემდე ვერ დამისახელებთ ვერცერთ ნაბიჯს, ან წინადადებას მათი მხრიდან, რაც შეიძლება  კონსტრუქციულად და კომპრომისად ჩაითვალოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე 6-პუნქტიანი დოკუმენტი შედგა, სადაც მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია ჩამოთვლილი.

magti 5g