თუკი თქვენი სამუშაო გრაფიკი არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ პირადი ცხოვრებისთვის მოიცალოთ, ხელს ნუ ჩაიქნევთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლის გაცნობა ასეთ სიტუაციაშიც კი შესაძლებელია. მთავარია ამისთვის მზად იყოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში:
რეგისტრაცია აეროპორტში
თუ სამსხურიდან ხშირად დადიხართ მივლინებებში და შესაბამისად ხშირად გიწევთ აეროპორტში ყოფნა, აუცილებლად დააკვირდით გოგონას, რომელიც სრულიად მარტო აპირებს გაემგზავროს დასასვენებლად. ასეთი მანდილოსნები ენერგიულები, მიზანდასახულები და ფინანსურად სტაბილურები არიან. შესაბამისად, ახალი ურთიერთობები მათთვის მუდამ საინტერესოა.
საცობი
ასეთი გაცნობის სტილი უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. ევროპაში რადიო გადაცემებიც კი არსებობს, ასეთი სიტუაციებისთვის. საცობში მანდილოსნები არასდროს ამბობენ უარს საუბარზე, ისინი ხომ საკუთარ ავტომობილში არიან და მათ სივრცეს არავინ არღვევს. შესაბამისად ფიქრობენ, რატომაც არა? ამხელა საცობში ხომ მოწყენილობისგან მოვკვდები? შესაბამისად ასეთ სიტუციაში, მანდილოსნები ადვილად ამყარებენ კონტაქტს ძლიერ სქესთან.
ლიფტი
ლიფტი საუკეთესო საშუალებაა გაცნობისათვის, რადგან თუკი გოგონა ოფისში მუდამ გემალებათ, ლიფტი ის უძლურია და თქვენ მის გვერდით იმყოფებით. შესაბამისად საუბრის დაწყებას ძალიან მარტივია.
სირბილი
მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაო, ნათქვამია. ეს სწორად ჩვენს შემდეგ რჩევაზეა ნათქვამი. რაღათქმაუნდა მარტო ვარჯიშს, წყვილში ვარჯიში სჯობს. შესაბამისად, როგორც მამაკაცი, ასევე მანდილოსანიც, მუდამ ღიაა ასეთ დროს საუბრისათვის. თუკი თქვენ დილით ვარჯიშობთ და თქვენს გვერდით მუდამ უცნობი გოგონა დარბის, ნუღარ მოიცდით, ეცადეთ საუბარი პირველმა წამოიწყოთ.
მიმღები
თუ მიმღებში გვერდით საპირისპირო სქესის წარმომადგენელი დაგიდგათ, რომელიც თავის რიგს ელოდება, დაუთმეთ მას პირველობა. ასეთ შემთხვევაში ჯელტმენობა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ პირველივე შეხვედრისთანავე მის თვალში სიპმათია დაიმსახუროთ.
ავტომობილის სადგომი
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ადგილია გაცნობისთვის. არ არის აუცილებელი ავტომობილი მის ავტომობილზე ისე ახლოს მივუყენოთ, რომ გადმოსვლა გაუჭირდეს. თუკი დრო არ გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაუღიმეთ, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არსად გაგვიანდებათ, დაუშვით მის ავტომობილის საბურავი, შემდეგ კი დაეხმარეთ. თქვენ მის თვალში სუპერგმირი იქნებით.